ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 3 ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა
15:45 / 13.11.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დასუფთავებისათვის განკუთვნილი 3 ერთეული
სპეციალური ტექნიკა შეიძინა.ტექნიკა საყოფაცხოვრენო ნარჩენების
გასატანად,
ნაგვის კონტეინერების დასაცლელად და ქუჩების მოსარეცხად
გამოიყენება.ტექნიკა ექსპლუატაციაში უახლოეს დღეებში შევა და
ბორჯომის,ასევე ბაკურიანის მცხოვრებლებს მოემსახურება.
3 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენა დაახლოებით 586 000 ლარი დაჯდა.