ახალი ამბები
პროექტი "თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის" დასრულდა
ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა პროექტის "თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის" ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

პროექტის მართვის გუნდმა, ბენეფიციარებთან ერთად პროექტის შედეგები განიხილა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახა. ისაუბრეს გამოწვევებსა და განხორციელებულ აქტივობებზე.სამიზნე სკოლების წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა მადლიერების სიგელები გადასცა და პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

პროექტის მიზანი,ბორჯომსა და ნინოწმინდაში ადგილობრივი თემის, მათ შორის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ბავშვთა უფლებების ადვოკატირება იყო. ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინფორმირებულობის გაზრდა ბავშვთა უფლებებისა და გენდერული დისკრიმინაციის შესახებ.ასევე ლაბირინთი თეატრის და არაფორმალური განათლების სხვა ინოვაციური მეთოდებით საჯარო სკოლების უფროსკლასელთა ინფორმირებულობის გაზრდა ბავშვთა უფლებების, ადრეული ქორწინების, ბულინგის, და სხვა გამოწვევების შესახებ. პროექტის ამოცანა იყო, მულტიმედია კომპონენტის გამოყენებით საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შორის ბავშვთა უფლებების შესახებ ღია სივრცეში დიალოგის წახალისება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები,მოეწყო შეხვედრები,შეიქმნა გადაცემები და ჩაიწერა სოციალური კლიპი,ასევე მოეწყო თემატური ლაბირინთი თეატრები,დისკუსიები და ფილმების საჯარო ჩვენებები.

პროექტი ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ამერიკის საელჩოსა და PH–International -ის მხარდაჭერით განახორციელა.


Print