ახალი ამბები
"გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" - საქველმოქმედო აქცია ბორჯომში
"გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" - ამ სახელწოდებით დღეს ბორჯომში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მსურველებს სისხლის ჩაბარება ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში შეეძლოთ. დონორებს სხვადასხვა სახის უფასო გამოკვლევაც ჩაუტარდათ და მადლობის სიგელებიც გადაეცათ. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები მსგავსი სახის აქციას სხვა რეგიონებშიც ატარებენ.
Print