ახალი ამბები
SJMC-მა პეტიციების ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გამართა
ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა" ბორჯომში მცხოვრებ მოქალაქეებს ელექტრონული პეტიციების პლატფორმა ichange.gov.ge წარუდგინა. პორტალის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია, პეტიციის საშუალებით, მთავრობის ყურადღება მიაპყროს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს მასზე რეაგირება.
ა.ო " სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა" პორტალის პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრები ქალაქ ბორჯომში და სოფელ დვირში გამართა. SJMC-მა ადგილობრივებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს პლატფორმის მოხმარების და რეგისტრაციის წესები გააცნო.
მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ ცვლილებები ichange.gov.ge სამთავრობო პლატფორმის გამოყენებით.კამპანია დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა”-ს (GGI) მიერ.კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).



Print