ახალი ამბები
საქართველოში პირველად კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა ჩატარდება-მარშრუტი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

რბოლა მაისშია დაგეგმილი და 4 დღეს გაგრძელდება. ღონისძიების მონაწილეები მოივლიან კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ქალაქებს, სოფლებს, ასევე გაეცნობიან ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას. რბოლა თბილისიდან დაიწყება და თბილისშივე დასრულდება. გარბენის მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, საერთაშორისო მასმედიის ჩამოყვანას და საქართველოს ამ კუთხით წარმოდგენას მსოფლიოს წინაშე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

"პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, ასევე, კონკრეტულად საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წინა პლანზე წამოწევას" - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ღონისძიება ცნობილი ავტომრბოლელი ქალის, ზოე ვითაკერის ინიციატივით დაიგეგმა. როგორც ზოე ვითაკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს შესახებ ინტერესი მას შენდეგ გაუჩნდა, რაც საფრანგეთში ერთ-ერთი ავტორბოლის დროს ქართველი მონაწილისგან ქართული ღვინის შესახებ გაიგო.

"საფრანგეთში ერთ-ერთ რბოლაზე იყო ქართველი, რომელმაც ფრანგული ღვინის დაგემოვნებისას თქვა, რომ ის ღვინო არც ისე კარგი იყო და თუ ვინმეს საუკეთესო ღვინის დაგემოვნება უნდოდა, აუცილებლად უნდა გაესინჯა ქართული ღვინო. ეს ხმამაღალი განაცხადი იყო. მას შემდეგ დრო გავიდა, თუმცა მე სულ მახსოვდა, რომ საქართველო უნდა მენახა" - განაცხადა ზოე ვითაკერმა.

ზოე ვითარეკის ცხოვრება კლასიკურ ავტომობილებსა და რბოლებთან არის დაკავშირებული. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ რბოლებში, როგორიცაა RAC/Chrysler და Alpine Chalange და Paris Tu Marrakesh. საგულისხმოა, რომ მან რამდენიმე წელი იმუშავა და კარიერიერული წინსვლა დაიწყო "ფორმულა 1"- ში. ზოე მართავდა ბევრისთვის ისეთ საოცნებო ავტომობილებს, როგორიც არის, კლასიკად ქცეული 1957 D-type jaguar და 1996 corvette Stingray, ასევე თანამედროვე Porsche gt4 და lamborgini aventador. ზოეს დაგეგილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი ტურების მოწყობა. მაისში, საქართველოში დაგეგმილი ავტორბოლა, სწორად ამ ტურის ნაწილი და დასაწყისია, რომელიც მომავალ წელს სამხრეთ ამერიკაში გაიმართება და ჩინეთში დასრულდება.

რბოლის მარშრუტი დაიგეგმა საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციისა და კომპანია "ტრანსპორტის უსაფრთხოების კონსულტანტების" მხარდაჭერით. მარშრუტი მოიცავს როგორც ნაკლები სირთულის გზებს, ასევე ციცაბო აღმართებსა და ითვალისწინებს შეჯიბრის ელემენტებსაც.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.