ახალი ამბები
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ბორჯომის N6 საჯარო სკოლას ესტუმრა
დღეს, ბორჯომის N6 საჯარო სკოლას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - იან კელი ესტუმრა . ელჩი ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიერ ორგანიზებულ, ინგლისური ენის კონკურსს დაესწრო.კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ინგლისური ენის მართლწერისა და სწორი მეტყველების პოპულარიზაციას.კონკურსის დაწყებამდე ელჩმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ინგლისური ენის შესწავლისკენ მოუწოდა,ვინაიდან მისი განცხადებთ ინგლისური მთელ მსოფლიოში გამოყენებადია როგორც ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ენა.

ინგლისური ენის კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ დვირის,ახალდაბისა და N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები,ასაკობრივი ზღვარი 6-8-ე და 9-12-ე კლასებით განისაზღვრა.აღნიშნული პროექტი ამერიკის მშვიდობის კორპუსმა,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,ასევე ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა.კონკურსის გამარჯვებულები რამდენიმე დაძაბული ტურის შემდეგ გამოვლინდნენ.ინგლისური სიტყვების უშეცდომოდ წარმოთქმა ორმა მოსწავლემ თამარ სტეფნაძემ და ნინო კობალაძემ შეძლეს.

კონკურსის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა,გამარჯვებულები კი სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ,.

 


Print