ახალი ამბები
ლორა თორნტონი - არის ხოლმე მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ პარტიების მხარდაჭერა უფრო მაღალია
არის ხოლმე მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ზოგადად, პარტიების მხარდაჭერა უფრო მაღალია, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ დაფიქსირდა, - ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა საზოგადოებრივი კვლევის მეორე ნაწილის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ ვფიქრობთ, რომ ეს კვლავაც არის მესიჯი ძალიან მნიშვნელოვანი პარტიებისადმი, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩადონ იმაში, რომ გაზარდონ თავიანი მხარდაჭერა და უფრო მეტად ესაუბრონ მოქალაქეებს. რაც შეეხება პარლამენტს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში კვლავაც საკმაოდ კრიტიკულია მოსახლეობა პარლამენტის მიმართ, თუმცა მაგალითად, აშშ-სთან შედარებით, ბევრად პოზიტიური შეფასება აქვს პარლამენტს. მოსახლეობის დაახლოებით, 10% ამბობს, რომ მათ პარლამენტის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრებში მონაწილეობა მიუღია, რაც არის ძალიან პოზიტიური მაჩვენებელი“ - განაცხადა ლორა თორნტონმა.

მისივე თქმით, პარლამენტის მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოსახლეობა სხვადასხვა გზითა და მეთოდებით ჩართონ თავიანთ საქმიანობაში.
„ეს განსაკუთარებით, მნიშვნელოვანია, რადგან მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ძალიან ცოტას აქვს ადეკვატური ინფორმაცია და ეს ცვლილებები იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროექტი, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს განახორციელა“- განაცხადა ლორა თორნტონმა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.