საზოგადოება
"ქართული ოცნება" საკრებულოს სხდომას ისევ არ ესწრება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგის პირველი საკითხი 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაა. სხდომას ესწრება ოპოზიციური პარტიების 15-ვე დეპუტატი. დარბაზში არ იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც პირველივე საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დატოვეს.
დღის წესრიგით 6 საკითხია გათვალისწინებული. ამ წუთებში დეპუტატები 2018 წლის ბორჯომის ბიუჯეტის პროექტს ეცნობიან.

Print