საზოგადოება
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მეუფე სერაფიმეს ერთ-ერთ მონასტერში გაუშვებენ
წმინდა სინოდმა რამდენიმე საკითხი განიხილა, ერთ-ერთი მეუფე სერაფიმეს საკითხი იყო - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ განუცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, მეუფე სერაფიმემ თავად ითხოვა, რომ რომელიმე მონასტერში წავიდეს, თუმცა მღვდელმთავრის წოდება შეუნარჩუნდება.

„მეუფე სერაფიმემ თავად ითხოვა, რომ მე არ მინდა ეს აყალმაყალი და მშვიდად წავალ მონასტერშიო. აქამდე ათონზე იყო და კიდევ რამდენიმე მონასტერში“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

მისივე თქმით, ამ მომენტისათვის უცნობია, თუ რომელ მონასტერში იცხოვრებს მეუფე სერაფიმე, ამას იგი თავად გადაწყვეტს.


Print