საკირეში სამანქანო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საავტომობილო
მოძრაობა დღეიდან აღდგა.
სამუშაოები შპს "გაბიონი 2000"-მა მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო.
აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის არმირებული გზა დაიგო. პროექტზე 465 000
ლარი დაიხარჯა. გზის პრობლემის მოგვარებას სოფლის მოსახლეობა 2-3 წლის
განმავლობაში ითხოვდა. ეს ის მონაკვეთია, რომელიც მეწყერმა დააზიანა.
თემაზე სიუჟეტი ტ/კ "ბორჯომმა" არაერთხელ მოამზადა.