ახალი ამბები
36-დღიანი ვადაგადაცილება და მოუწყობელი ტროტუარები გამსახურდიას ქუჩაზე
გამსახურდიას ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია 29 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ერთთვიანი გაუჩინარების შემდეგ კომპანიამ სამუშაოები 3 დღის წინ განაახლა. შპს "უნივერსალის"  ხელმძღვანელი თეიმურაზ დობორჯგინიძე აცხადებს, რომ სამუშაოები არ შეჩერებულა და უბრალოდ შენელებული ტემპით გაგრძელდა, რაც მასალის დაგვიანებულმა მიწოდებამ გამოიწვია.ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ კომპანიას 36-დღიანი ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც საჯარიმო სანქციებს გამოიწვევს.
Print