საზოგადოება
ახალდაბაში წყალსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალდაბაში, მოსახლეობას მალე შესაძლოა 24 საათიან რეჟიმში სუფთა სასმელი წყალი მიეწოდოს. ამჟამად მიმდინარეობს წყალსადენის რეაბილიტაცია. დაგეგმილია სათავე ნაგებობის სრული აღდგენა. ობიექტზე დამონტაჟდება ახალი ულტრაფილტრაციის დანადგარი, რომელიც წყლის მაქსიმალურ გაწმენდას უზრუნველყოფს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 700 000 ლარამდე შეადგენს. სამუშაოების დასრულებას დეკემბერში ვარაუდობენ, რის შემდეგაც ახალდაბაში მცხოვრებ 2400 მაცხოვრებელს წყლის პრობლემა მოუგვარდება.
Print