საზოგადოება
ბორჯომელი სმენადაქვეითებული ბავშვი ბერმა განკურნა - რას ამბობენ თვითმხილველები
გუშინ, 1 ოქტომბერს, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოსალოცად წასული ბორჯომელი მრევლი სასწაულზე საუბრობს. მათთან ერთად მყოფი 12 წლის ბორჯომელი ახალგაზრდა, რომელიც დაბადებიდან სმენადაქვეითებული იყო, მომლოცველების თქმით, ბერმა ლოცვით განკურნა. 

"ყინწვისში მოსალოცად ვიმყოფებოდით, ამ დროს შევიტყვეთ, რომ იქ ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც სმენადაქვეითებული იყო, ბერმა ლოცვით განკურნა. ამ ამბავმა ძალიან გაგვახარა და გადავწყვიტეთ, სმენადაქვეითებული ბავშვი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, ბერთან  მიგვეყვანა. მამა ნაომის გადაწყვეტილებით, ბავშვს სასმენი აპარატი მოხსნეს და ლოცვა ასე მოასმენინეს, რა დროსაც 12 წლის ახალგაზრდას სმენა აღუდგა. მომხდარიდან 24 საათი გავიდა და ბავშვს სმენის პრობლემა აღარ აქვს. აქამდე მისმა ოჯახმა საზღვარგარეთ არაერთ ექიმს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ეს ბავშვი ჩვენი ტაძრის სტიქაროსანია, სწავლობს თბილისის საჯარო სკოლაში" - აცხადებს ბორჯომის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი - მამა ზურაბი.

"სმენადავქეითებულების განკურნების შესახებ, აქამდე არაფერი ვიცოდით, ყინწვისში მოსალოცად წავედით და სასწაულის მომსწრე გავხდით" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელმა - თამარ ბენდელიანმა.

"მე პირადად კელიაში იმ დროს არ ვიყავი, მაგრამ როცა ბებია და შვილიშვილი გარეთ გამოვიდნენ, პირველი რეაქცია იყო გაოგნება. ვერ ვიჯერებდით, რომ ბავშვს სმენა აღუდა. ბებია მას პერიოდულად ელაპარაკებოდა და ამოწმებდა ისევ ესმოდა თუ არა ხმა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა და ვინმეს მოეყოლა ჩემთვის ეს ამბავი, ალბათ არ დავიჯერებდი. ეს არის ხილული სასწაული" - ამბობს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მრევლი - თამარ მუმლაძე. Rachat de véhicule sans contrôle technique RachatVotreVoiture.com



Print