ახალი ამბები
ნიკოლაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.სამუშაოები 560 მეტრი სიგრძის მონაკვეთს მოიცავს. მიმდინარეობს რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, ეწყობა არხზე გადასასვლელები და ეზოებში შესასვლელები, სამანქანო და საცალფეხო ხიდებზე კეთდება მოაჯირები, მიმდინარეობს ასევე არხის საყრდენი კედლების გამაგრება.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "კოლხიდა" ასრულებს.სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია 331 000 ლარი ჯდება.პროექტი რეგიონულური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.


Print