ახალი ამბები
"გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ"- სემინარების ციკლი ბორჯომში
ბორჯომში 3 დღეა სემინარების ციკლი სახელწოდებით "გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ" მიმდინარეობს. პროექტი,რომელსაც ორგანიზებას განვითარებისა და დემოკრატის ცენტრი უწევდა დღეს დასრულდა. სემინარების ციკლის ფარგლებში მონაწილეები ევროინტეგრაციის სფეროში მომუშავე ექსპერტებს, სახელმწიფო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლებს შეხვდნენ და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.პროექტის მიზანი საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლების ინფორმირება იყო. პროექტი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და NED-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Print