სოფელი გუნდაური - საცხოვრებლად საშიში ზონა მაღალმთიან აჭარაში
14:43 / 30.08.2017
ქედის მუნიციპალიტეტის, მერისის თემი, სოფელი გუნდაური - ეს ის
ადგილია, სადაც ყოველი წვიმის მოსვლას შიშით ხვდებიან.
მეწყერსაშიშ ზონაში ამჟამად 16 ოჯახი ცხოვრობს, მანამდე 6 ოჯახი
საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილეს. CENN-ის წარმომადგენელი, სოფელში
მეწყერის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. მედიატურის ფარგლებში,
რეგიონული მედიის ჟურნალისტები თემში არსებულ პრობლემებს და
სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებს გაეცნენ.