ახალი ამბები
ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის ხანძრის სამი ძლიერი კერაა - ზურაბ ალავიძე
ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ საგანგებო შტაბთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ცეცხლის დასახლებული პუნქტებისკენ გავრცელების საშიშროება არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი მაინც გავრცელდა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები.

"ამ დროისთვის სამი ძლიერი კერა რჩება, ძლიერი დღევანდელი გადმოსახედიდან, თორემ ამ კერების წინა დღეების კერებთან შედარებაც არაა. ამ სამი კერიდან ერთის შემთხვევაში ბალახი იწვის და ცეცხლი თუ ქვევით წამოვიდა, მას უკვე ტექნიკა სახანძრო მანქანებით დახვდება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დანარჩენ ორ კერას, იქაც ანალოგიურად მთელი დღის განმავლობაში გარემოს დაცვისა და შსს-ს თანამშრომლები მუშაობდნენ ნიჩბებით, მაქრობებით და სხვადასხვა სპეციალური ტექნიკით. თუმცა, ქარის გაძლიერების შემდეგ აალდა უფრო და ცეცხლმა ქვევით დაიწყო ჩამოსვლა.
ამ შემთხვევაში სპეციალური ტექნიკის მობილიზება მოხდება და ცეცხლი რომ ქვევით ჩამოვა, სადაც წყალი მისწვდება მას ჩააქრობენ. ასეთი სტრატეგიით ვმუშაობთ იქ სადაც მიუდგომელია და სახანძრო მანქანები ვერ მუშაობენ"- განაცხადა ალავიძემ
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.