ახალი ამბები
უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საუბრობს. "საღამოს მდგომარეობა ასეთია: მთაში ისევ ძლიერი ქარია და ცეცხლს მიმართულებებს უცვლის. რთული კერა გვაქვს ძალიან წაღვერის თავზე.
იქ გაგზავნილია 20 ერთეული მძიმე ტექნიკა და ამავე რაოდენობის სახანძრო და სატვირთო მანქანები, ასევე ცოცხალი ძალა. არ უნდა გავრცელდეს ხანძარი ახალი ტყის მასივებზე, თორემ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნება. ამიტომ, პრევენციას ვახდენთ.
ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია იმ კუთხით, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ვიმუშავებთ მთელი ღამის განმავლობაში. რამდენიმე საათში ჩატარდება შემაჯამებელი თათბირი და დავგეგმავთ, ღამე როგორ უნდა ვიმუშავოთ. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკა და ცოცხალი ძალა იმუშავებს შეუჩერებლად. ვერტმფრენები ღამე ვერ მუშაობენ და წავიდნენ დისლოკაციის ადგილზე. ის კერები, რომელსაც ხედავთ, საშიში არ არის. ქვემოთ თუ ჩამოვა, საკმაო ძალა გვაქვს იმისთვის, რომ შევაჩეროთ და გზაზე და მოსახლეობაზე არ გადავიდეს"- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Print