ახალი ამბები
ისრაელმა ხანძრის ლიკვიდაციაში საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს მთავრობის დახმარების მზადყოფნას ისრაელიც გამოთქვამს. "ისრაელი,როგორც მეგობრული სახელმწიფო ვერ იქნება გულგრილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი და მზადაა, შეძლებისდაგვარად დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის ამ რთულ მომენტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მადლიერება მხარდაჭერისთვის და განაცხადა,რომ ამ ეტაპზე საკმარისად არის ტექნიკა და ხანძარს უმკლავდებიან.
ისრაელის საელჩო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგანგებო შტაბი მზად არიან კოორდინირებულად იმოქმედონ და საჭიროების შემთხვევაში დასახონ სამოქმედო გეგმა" - აცხადებენ ისრაელის საელჩოში.
Print