ახალი ამბები
უახლესი ინფორმაცია-რა ვითარებაა სტიქიის ზონაში
ბორჯომის ხეობაში ხანძრის 2 კერას ებრძვიან,რომელიც მდებარეობს დაბასა და სოფელი ყვიბისის მთის ფერდობზე.ამ დროისთვის ვითარება  დაბაში უცვლელია. უახლოესი ცეცხლის კერა სოფლიდან 300 მეტრის მოშორებითაა.სახელისუფლებო უწყებები აცხადებენ,რომ ხანძრის არეალის გაზრდის შემთხვევაში მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისათვის,თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს.ავიაციამ ცუდი ხილვადობის გამო მუშაობა დროებით შეწყვიტა.
Print