ახალი ამბები
პატრიარქი ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის
საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს პარაკლისს გადაიხდის. პარაკლისი ბორჯომში გაჩენილ ხანძართან და სტიქიასთან დაკავშირებით აღევლინება.
"წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით, იმედი მაქვს ჩაქრება ეს ხანძრები. ჩვენ აღვავლინეთ ლოცვა, რომ უფალმა მოიღოს წყალობა. ხვალ გვინდა გავაგზავნოთ სასულიერო პირები ბორჯომის ხეობაში და იქ ადგილზე შეასრულონ პარაკლისი და ლოცვები. შევთხოვოთ უფალს, რომ შეგვინდოს შეცოდებანი"-განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


Print