ახალი ამბები
დაბაში ვერტმფრენებმა მუშაობა ცუდი ხილვადობის გამო შეწყვიტეს
ავიაცია მუშაობას ხვალ, დილის 06:00 საათიდან განაახლებს. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 თურქული, 1 აზერბაიჯანული და 2 ქართული ვერტმფრენი, ასევე თურქული თვითმფრინავია ჩართული.

დღესვე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.
Print