ახალი ამბები
საქართველოს დასახმარებლად ბელარუსმა ვერტმფრენი გამოგზავნა
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით,ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად საქართველოში უკვე გამოფრინდა.ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, რომელიც ტვირთამწეობით გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი, საქართველოში რამდენიმე საათში ჩამოფრინდება.
Print