ახალი ამბები
თურქული ავიაცია უკვე ბორჯომშია
ორი სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც საქართველოში თურქეთიდან გამოიგზავნა, სტიქიის ზონაშია. თურქული ვერტმფრენები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სავარაუდოდ, უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში 5 ვერტმფრენი მუშაობს.ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას დაღამებამდე შეძლებენ. ღამის საათებში ისინი მუშაობას შეწყვეტენ, დილიდან კი ისევ განაახლებენ.
Print