ახალი ამბები
დაბაში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება
ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ტყის მასივზეა მოდებული.დაბაში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო, თუმცა ამ დრომდე ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.შესაბამის სამსახურებთან ერთად ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ ადგილობრივებიც.
Print