ახალი ამბები
"ქალები ქალებისათვის" - სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ახალ პროექტს იწყებს
"ქალები ქალებისთვის" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი 2 სამიზნე რეგიონში: სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში განახორციელებს. როგორ უნდა მოხდეს სოფლებში ქალთა საჭიროებების გამოკვეთა, ამ კუთხით ქალთა სამოქალაქო საბჭოს წევრებს 4 დღიანი ტრენინგი ბორჯომში ჩაუტარდათ. ტრენინგების შემდეგ, ბორჯომის, ახალციხის, ნინოწმინდისა და მარნეულის სოფლებში მცხოვრებ ქალებთან ჩატარდება შეხვედრები, მომზადდება სიუჟეტები და გაიმართება დისკუსიები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით.

პროექტს, ა.ო. ”სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
Print