საზოგადოება
რეაგირება სიუჟეტის შემდეგ - საკირეში გზის პრობლემა მოგვარდება
სამანქანო გზა, რომელიც სამ სოფელს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, მალე რეაბილიტირებული იქნება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენას მოსახლეობა ითხოვდა, ამის შესახებ ტელეკომპანია "ბორჯომმა" სიუჟეტი არაერთხელ მოამზადა. რეპორტაჟში ნახსენები იყო სტიქიის შედეგად თითქმის დანგრეული გურეშიძეების საცხოვრებელი სახლიც. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვდა. სიუჟეტის შემდეგ გურეშიძეებმა კომპენსაცია მიიღეს.
სოფელ საკირეში ამ დროისთვის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომელიც ასევე სტიქიამ დააზიანა. ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი ოქტომბრის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს, რაზეც მთლიანობაში 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.
Print