ახალი ამბები
სახელმწიფო აუდიტის სამსახური დღეს 2016 წლის ანგარიშს წარადგენს
პარლამენტში დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშს განიხილავენ. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა, აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე 27 ფაქტი პროკურატურაშია გადაგზავნილი, დასკვნების დიდი ნაწილი კი - პარლამენტში.
მისი თქმით, პარლამენტში სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც ფაქტებს შეისწავლის და ყველა მათგანზე რეაგირება იქნება.
Print