ახალი ამბები
გუჯარეთის ხეობის მისასვლელი გზის აღდგენა დაიწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გუჯარეთის ხეობის მისასვლელი გზის აღდგენის მასშტაბური პროექტი დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლებამდე დამაკავშირებელი გზის 18 კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები.აღნიშნული გზა წლებია დაზიანებულია, გარკვეული მონაკვეთები კი პრაქტიკულად გაუვალი. გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 10 დღეში იგეგმება.შეგახსენებთ,რომ გუჯარეთის ხეობაში მუდმივად მცხოვრები 17 ოჯახია,მათი რიცხვი ზაფხულობით 27 ოჯახს აღწევს.ხეობის სამი სოფელი წინუბანი, გვერდისუბანი და მაჭარწყალი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ატარებს, რაც სოფლებში დასახლების მსურველ ადამიანებს მთელ რიგ შეღავათებს სთავაზობს.მოწესრიგებული ინფრასტრტუქტურა ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებასა და ხეობისადმი ინტერესის გაზრდას.
Print