ახალი ამბები
ახალციხეში პრობლემების მოგვარების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
ახალციხეში საბარგო სადგურის დასახლებაში, ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი გზის, წყლისა და გარე განათების პრობლემის გადაჭრას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა გზა საპატრულო პოლიციის მოთხოვნით გახსნეს.

ტაბიძის ქუჩაზე 26 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემების მოგვარებას არჩევნების წინ ხმების სანაცვლოდ დაპირდნენ, თუმცა მას შემდეგ მათთან აღარავინ მისულა.

აქციის მონაწილეებს შეხვდნენ ქალაქის მერი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული მენეჯერი.

8 ივნისს საპროტესტო აქცია საბარგო სადგურზე, ზედა ქუჩის მაცხოვრებლებლებმა გამართეს, ისინი საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს მოითხოვდნენ. ქალაქის მერმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან, პროექტისთვის 1 მლნ. ასიათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული დაადასტურა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" რეგიონული ფილიალის მენეჯერმაც. ბორის სპაინდერაშვილმა აქციის მონაწილეებს სამუშაოების აგვისტოში დაწყების პირობა მისცა. 
წყარო: ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.