საზოგადოება
ტკბილეული ბორჯომის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს
ბორჯომის #4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღე მოხუცებს გაულამაზეს. ტკბილეული მათ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს მიართვეს და მათ განწყობაზეც იზრუნეს. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს და ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს.
Print