ახალი ამბები
ტელეკომპანია "ბორჯომს" სოფელ ტაძრისის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ჟურნალისტების სამუშაო გარემო დაათვალიერეს. ტელეკომპანია "ბორჯომის" ჟურნალისტებმა ნინი ჯიქურაშვილმა და ნინო ვართაპეტიანმა ბაღის აღსაზრდელებს საეთერო ბადე გააცნეს და ის სტუდიები დაათვალიერებინეს,სადაც თოქ-შოუები და საინფორმაციო გადაცემები იწერება.
Print