საზოგადოება
10 სათამაშოდან 9-ში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოჩნდა - კვლევის შედეგები
საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი აღმოჩნდა. აღნიშნული, საზიანოა ჯანმრთელობისთვის და მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა საზოგადოებას ექსპერიმენტის შედეგები გააცნო.
როგორც ორგანიზაციის მომხმარებელთა უფლებებს დაცვის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე ამბობს, სახელმწიფოს მიერ არ არის განსაზღვრული ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება.
არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის თემას დღეს არასამთავრობო სექტორთან ერთად ომბუდსმენიც გამოეხმაურა. როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, არსებული მდგომარეობის შესახებ მისმა აპარატმა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით 2017 წლის 9 მარტს მიმართა. ომუბდსმენის თქმით, ხელისუფლება იზიარებს მათ მოსაზრებას, თუმცა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საჭიროა ევრორეგულაციებთან დაახლოება დროულად მოხდეს.
„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი, რათა უზრუნველყონ ბავშვებისათვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა. დირექტივა საქართველოში 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულდეს.
,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ექსპერიმენტი 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით ჩაატარდა.

Print