საზოგადოება
სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში ეხმარება
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო მოქალაქეებს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს სთავაზობს. მედიაცია საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლო დავის გარეშე მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.
დავის შემთხვევაში, მოქალაქეს თავისუფალი არჩევანი აქვს: ისარგებლოს მედიაციის, მათ შორის სანოტარო მედიაციის მომსახურებით, თუ მიმართოს სასამართლოს და სადავო საკუთრების უფლება იქ დაიცვას.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, განხორციელებული მედიაცია სრულიად უფასოა. მოქალაქის თანხმობით, სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაციას თავად უნიშნავს. დღეის მდგომარეობით, მედიაციით 180 –ზე მეტი კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწების მარტივად დარეგისტრირება შეძლეს. საჯარო რეესტრს ამჟამად მოქალაქეებისთვის 100-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანა აქვს დანიშნული.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარეობს. უპრეცენდენტო რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.
პროექტში ჩართული მედიატორი ნოტარიუსებისა და მედიატორების შესახებ მონაცემები იხ. აქ: http://napr.gov.ge/p/1467
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.