საზოგადოება
"რა კრიტერიუმებით შეირჩა დახმარების მიმღები 26 ოჯახი" - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე

დღეს გამართულ ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სულ 6 საკითხი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალურ ანგარიშში ერთ-ერთ პუნქტზე. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე დაინტერესდა თუ რის მიხედვით შეირჩა ის 26 ოჯახი, რომელმაც სააღდგომოდ 500 ლარიანი დახმარება მიიღო. ზაზა ჩაჩანიძე თვლის, რომ სიაში უზუსტობაა და სამომავლოდ სხვა გაჭირვებული ოჯახების გათვალისწინებას ითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარის კითხვას, სხდომის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ უპასუხა.
Print