საზოგადოება
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა სავარაუდოდ წლის ბოლომდე ამოქმედდება
პარლამენტი "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას დაუბრუნდა.
სხვა ცვლილებებთან ერთად იგეგმება ქულების სისტემის შემოტანა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, დაკარგავს ქულებსაც და 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება. გამკაცრდება ადმინისტრირება ისეთ დარღვევებზეც, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია.
კანონმდებლობა მკაცრდება ქვეითების დასაცავად და ავტოტრანსპორტით ბავშვების გადაყვანის უსაფრთხოების მიმართულებითაც. რეფორმა ასევე უკონტაქტო პატრულირების დანერგვასაც ითვალისწინებს.

Print