საზოგადოება
კოსტავას სახელობის ბაღი ერთწლიანი იჯარით ცენტრალურ პარკს გადაეცემა
კოსტავას სახელობის ბაღის მოვლა-პატრონობაზე ერთი წლის განმავლობაში, ბორჯომის ცენტრალური-ისტორიული პარკი იზრუნებს. ტერიტორია ააიპ-ს იჯარით გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. ცენტრალური პარკის ადმინისტრაცია, უზუფრუქტის ფორმით კოსტავას სახელობის ბაღის გადაცემას 5 წლის ვადით ითხოვდა, თუმცა საკრებულომ მისი მოთხოვნა ერთი წლით დააკმაყოფილა.
Print