საზოგადოება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2 მაისს, 17:00 საათზე დაინიშნა.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომისიის წევრმა (წევრებმა) განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ხმის დამთვლელ კომისიაში დღეს, 10:00 საათიდან 21 აპრილის 19:00 საათამდე უნდა წარადგინოს.

"მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 19 მაისს ეწურება. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კომისია, ასევე, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით. კომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს.კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ყალიბდება კომისიის გადაწყვეტილებით და ის დაკომპლექტებულია კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით" - ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.
Print