საზოგადოება
საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს უფლებების ერთიანი რეესტრის წარმოებას იწყებს.

საქართველოს სახელმწიფოს უფლებები, რომელიც საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული, სისტემურად აღრიცხება და ელექტრონული ფორმით საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგლემ ირაკლი შენგელიამ პრესკონფერენცია გამართეს.
ინიციატივის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავი ქონების მისამართი, მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობის ფართობი, დანიშნულება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ. მონაცემები საჯარო რეესტრის ვებ-პროგრამაში აისახება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ამგვარი რეესტრით შესაძლებელი გახდება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტის სრულყოფილად განხორციელება.

საზღვარგარეთ მდებარე ქონებაზე საქართველოს სახელმწიფოს უფლებები აქამდე სისტემატიზებული სახით აღრიცხული არ იყო, რაც ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, სირთულეს ქმნიდა როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის.
საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, საქართველოს სახელმწიფო უფლებამოსილია საკუთრებაში, მფლობელობასა თუ სარგებლობაში ჰქონდეს უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას.
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების უძრავი ნივთების აღრიცხვის გარდა, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ლევილის მამული, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ემიგრირებული წევრების შთამომავლებისა და წარმომადგენლების, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ პირებს შორის შეთანხმების შედეგად საქართველოს გადმოეცა და სახელმწიფო ლევილის მამულის კანონიერი მესაკუთრე გახდა. საჯარო რეესტრი აღნიშნული უძრავი ქონების თაობაზე საქართველოს სახელმწიფოს საკუთრების უფლებას შესაბამის რეესტრში აღრიცხავს და ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს. ინფორმაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.