ახალი ამბები
"სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზებით ქვაბისხევში შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე ქვაბისხევში ერთი მთავარი საკითხი განიხილეს, ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც ადგილობრივებს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აწუხებთ.
სოფლის საერთო კრებას ქვაბისხევში მცხოვრებლებთან ერთად ბორჯომის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე და გამგებლის წარმომადგენელი ლაშა კევლიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორებმა სოფელში კვლევა ჩაატარეს და ხიდის პრობლემაც ადგილობრივების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა.

სოფელში აირჩა საინიციატივო ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც დასახლებაში ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით ხელმოწერებს შეაგროვებენ და მუნიციპალიტეტში შეიტანენ.

შეხვედრის დასასრულს ადგილობრივებმა კონკრეტული დაპირება მიიღეს, ადგილობრივი ხელისუფლება ხიდის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე დაპირდა.

შეხვედრა პროექტის "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზებით ჩატარდა

Print