ახალი ამბები
"დაიწყე ცვლილება შენით"- სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო
"დაიწყე ცვლილება შენით"- სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში გუშინ რველის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის თემა გენდერული როლები და ნორმები, გენდერულ სტერეოტიპებთან და ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები იყო. ანალოგიური ტრენინგები ბორჯომში ახალდაბის, ციხისჯვრისა და ტაბაწყურის, ასევე ნინოწმინდის სოფელ განძის სკოლებში ჩატარდება.
Print