საზოგადოება
დანაგვიანება ისჯება კანონით-სტენსილები ბორჯომის ქუჩებში
ბორჯომის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა ქალაქის ქუჩებში განთავსებული სტენსილებით ადგილობრივებს კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. გზის ფეხით სავალ ნაწილებზე დატოვებული წარწერებით მოსწავლეები ქუჩაში ნაგვის დაყრისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. აქცია მოეწყო პროექტის ფარგლებში "ჩვენ ვიცავთ კანონს".
Print