Error
ახალი ამბები
ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა 4 ქალაქში მოწმდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა 4 ქალაქში ისაზღვრება : თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.
აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქებში 2016 წელს ტყვიის საშუალო თვიური კონცენტრაციის ნორმაზე (0.0003 მგ/მ3) გადაჭარბების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქალაქ ბათუმში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00006 მგ/მ3.
ბათუმში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან. წინა წლებთან შედარებით 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი - 0.00021 მგ/მ3, 2015 წელი - 0.00016 მგ/მ3).

ქალაქ რუსთავში 2016 წელს ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0.00010 მგ/მ3. რუსთავში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან. წინა წლებთან შედარებით 2016 წელს აღინიშნა კონცენტრაციის კლების ტენდენცია (2014 წელი - 0.00013 მგ/მ3, 2015 წელი - 0.00017 მგ/მ3).

ქალაქ ქუთაისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016 წელს შეადგინა 0.00008 მგ/მ3. ქუთაისში ჰაერში ტყვიის შემცველობა ისაზღვრება 2014 წლიდან და მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ის დაახლოებით ერთ დონეზე რჩება (2014 - 0.00008 მგ/მ3, 2015 - 0.00009 მგ/მ3).

თბილისში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2016 წელს 0.00004 მგ/მ3 შეადგინა. სააგენტოს ინფორმაციით ტყვიის კონცენტრაცია ჰაერში 2015 წელთან შედარებით 5-ჯერ არის შემცირებული.
ქალაქ თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა 2008 წლიდან ისაზღვრება,

Print