საზოგადოება
ბორჯომელ ბარბარე ბაიდაურს სასწრაფოდ გულის გადანერგვა ესაჭიროება
სოფელ საკირეში მცხოვრებ, 2 წლის ბარბარე ბაიდაურს საზღვარგარეთ სასწაფო ოპერაცია ესაჭიროება. გულის კუნთის გამრუდება - ასეთია დიაგნოზი, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. მისი მოთავსება ქვეყნის ვერცერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ მოხერხდა, ადგილობრივი ექიმების თქმით, საქართველოში ეს დაავადება არც მკურნალობას და არც ოპერაციას არ ექვემდებარება.
ოჯახის ახლობლების თქმით, 2 წლის ბარბარესთვის ოპერაციის ჩატარება მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, რომელიც 50 000-დან 70 000 ევრომდე ჯდება. ოჯახს, რომელიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება, საზღვარგარეთ ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვაც არ შეუძლია. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ოჯახი დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ოპერაცია მაქსიმალურად სწრაფად უნდა ჩატარდეს.
ოჯახის ნათესავების ინფორმაციით, ბარბარე 4 თვის იყო, როდესაც ფილტვების ანთებით თბილისში სამედიცინო ცენტრში მოათავსეს და არსებული დიაგნოზი, გამოკვლევის შედეგად დაისვა.

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
GE36BG0000000580812300
მიმღები: ანზორ გოგალაძე.

ასევე ნებისმიერი ქსელიდან შესაძლებელია ზარის განხორციელება შემდეგ ნომერზე:
0901700483 ზარის ღირებულებაა - 1 ლარი.


Print