საზოგადოება
ახალციხის სასამართლომ ბორჯომის გამგეობას სარჩელი არ დაუკმაყოფილა
სილამაზის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქალაქო დავა დასრულდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას სარჩელი არ დაუკმაყოფილა.

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარე შპს "პემი"–სგან ვალდებულების შესრულებას მოითხოვს, თუმცა ის ფაქტი, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, გამგეობამ ვერ დაამტკიცა.

თვითმმართველობის წარმომადგენლები რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების ორგანოს მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მოპასუხე მხარე არ დასწრებია.

სილამაზის ხიდის რეაბილიტაციაზე ბორჯომის ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიდი მალევე დაზიანდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.