საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენცია, რომლის თემა მიწის მმართველობა და სიღარიბის დაძლევაა, მიწის მმართველობის სფეროში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.
"მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი - როგორც წარმატებული რეფორმის მაგალითი" და "ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში - რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში" - ამ მოხსენებებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია კონფერენციის ორ სხვადასხვა თემატურ სესიაზე წარდგებიან. აღნიშნულმა მოხსენებებმა საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია და შესაბამისად, კონფერენციის ორგანიზატორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული მოხსენებებიდან ორივე თემა შეარჩიეს.
მოხსენებას "ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში - რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში", რომელსაც კონფერენციაზე სააგეტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე წარადგენს, საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში ინტეგრირებას მიეძღვნება. საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინოვაციას უძრავი ქონების რეგისტრაციაში იყენებს.
მეორე მოხსენებაში "მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი - როგორც წარმატებული რეფორმის მაგალითი", მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის", მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია იმ რეფორმას წარადგენს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და ქვეყანაში მიწის რეგისტრაცია მნიშვნელოვნად გაამატივა. რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. რეფორმა უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
მიწის მმართველობისა და სიღარიბის თემაზე მსოფლიო ბანკის რიგით მე-18 კონფერენცია ქ. ვაშინგტონში იმართება. კონფერენცია ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: მიწის მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შეფასების კვლევა, მიწის ადმინისტრირების სერვისების მიწოდება, გეოსივრცითი მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენება, მიწა და ურბანიზაცია, მიწის გამოყენება ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების და კატასტროფების რისკის შემცირების კუთხით, მიწაზე საკუთრების უფლების დაცვა თანასწორობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით და სხვ. ღონისძიების ფარგლებში ასევე მიწის მმართველობის სფეროში უახლესი მიღწევები და რეფორმები იქნება განხილული.
ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული "საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" ხელმძღვანელებსა და კონსულტანტებს შეხვდება.
კონფერენცია 24 მარტს დასრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.