ახალი ამბები
გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესია გაიხსნა
ნიუ-იორკში გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესია გაიხსნა, რომლის მთავარი თემაა- „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება შრომის ცვალებად სამყაროში.“
სესიის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც სიტყვით გამოვიდა პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თემაზე– „სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ადგილი ყველასთვის: როგორ უნდა მოხდეს მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის განხორციელება ქალებისთვის 2030 წლისთვის“.
სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა შრომის სამყაროში მიმდინარე მნიშვნელოვან ცლილებებზე, მათ შორის ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, რამაც შესაძლოა გააჩინოს, როგორც დასაქმების ახალი წყარო, ისე ჩაანაცვლოს უკვე არსებული სამუშაო ადგილები. იგი შეეხო არაფორმალურ სექტორში ქალთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს და მდგრადი განვითარების მიზნებს– მოხდეს ქალთა უზრუნველყოფა ღირსეული სამუშაო ადგილებით და გაუმჯობესებული სოციალური დაცვის სისტემით.
პრემიერ–მინისტრის თანაშემწემ ყურადღება გაამახვილა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასა და მის ხარისხზე, რაც ხშირ შემთხვევაში ქალთა სრული და პროდუქტიული დასაქმების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გამოსვლის დასასრულს, სოფო ჯაფარიძემ მიმოიხილა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. დელეგაციის შეადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.