ახალი ამბები
ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელთა მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო
ძიუდოს ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მწვრთნელების მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო. ის მწვრთნელები, რომლებმაც ძიუდოს საერთაშორისო აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შარშან წარმატებით ჩააბარეს, უკვე აკადემიის მეორე კურსზე სწავლობენ. წელს სწავლებაში ჩართულ 40-მდე ქართველ სპეციალისტს კი თეორიული საგამოცდო ტესტები და შემდეგ პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. სწავლების პროცესს ხელმძღვანელობენ ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები: საერთაშორისო ფედერაციის სპორტული დირექტორი დანიელ ლასკაუ, კურსის მთავარი ინსტრუქტორი ტიბორ კოზლა, აკადემიის ინსტრუქტორები მარკ ჰუიზინგა, ენვიკ გალეა და პიერო კომინო. ქართველ მწვრთნელებს შეხვდა და მომავალ საქიანობაში წარმატება უსურვა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ძიუდოს ფედერაცია ჯამში 120 სპეციალისტს გადაამზადებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით იმუშავებენ.
Print