ახალი ამბები
ზანავის მინერალურ წყალზე აუქციონი გამოცხადდა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ,,ზანავის“ მინერალური წყლის საბადოზე სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით მიმდინარე წლის 9 მარტს აუქციონი გამოაცხადა. წყლის რესურსის სარგებლობის ლიცენზია 25 წლით გაიცემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში.

ზანავის მინერალური წყლის საბადო თავისი თვისებებითა და შესაძლებლობებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია. მინერალური წყალი ფორმირდება ბორჯომის ხეობაში, მიწისქვეშა წყალშემცველ ჰორიზონტში დახლოებით 1000 მეტრზე მეტ სიღრმეში და ხასიათდება უნიკალური თვისებებით.

აუქციონის საწყისი ფასი: 5 000 000 მლნ ლარი

აუქციონის პირობის თანახმად, შემსყიდველმა ლიცენზიის გაცემიდან 2 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით უნდა განახორციელოს არანაკლებ ერთი მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია, დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა, დაიცვას კანონით განსაზღვრული ის პირობები, რომელიც წყლის რესურსების სარგებლობასთან არის დაკავშირებული.

დამატებით ინფორმაცია აუქციონის შესახებ : https://www.eauction.ge/Home/EntityView/414635
აუქციონი 7 აპრილს დასრულდება.

Print