ახალი ამბები
ენერგეტიკის მინისტრი ბუნებრივ აირზე ფასის მატებას არ გამორიცხავს
არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს - ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ბუნებრივი აირის ფასის შესაძლო მატებაზე საუბრისას გააკეთა. კალაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის სრული იმპორტირება ხდება, ფასი კი ვალუტის კურსზეა დამოკიდებული.
მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივ აირზე ფასის მატება მოხდება, შესაძლოა მთავრობამ  სუბსიდირებას მიმართოს.
გაზის სექტორი მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის სემეკს უკვე მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
დღეს მოქმედი ტარიფის მიხედვით, ფიზიკური პირები 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 45,6196 თეთრს იხდიან, იურიდიული პირები - 75 თეთრს.


Print